primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თინა ხიდაშელი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში

  • სტატიები
  • 17.09.2015
  • 16:58
 თინა ხიდაშელი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ევროპაში გრძელდება. უწყების ინფორმაციით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელს ლატვიელმა კოლეგამ უმასპინძლა. რაიმონდს ბერგმანისს ლატვიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. 
შეხვედრაზე კოლეგებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე ლატვიის მონაწილეობის მნიშვნელობაც. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მნიშვნელობა და ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის შედეგები იყო. 
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლატვიელ კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოში და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევები და ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის ხელშესახები შედეგების მნიშვნელობა. 
ლატვია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რაიმონდს ბერგმანისისგან დაპირება მიიღო, რომ ლატვია  ვარშავის სამიტამდეც  და სამიტის შემდეგაც ოფიციალური თბილისის აქტიური მხარდამჭერი იქნება, როგორც ორმხრივ ისე, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მრავალმხრივ ფორმატებში. სრული მხარდაჭერა მიიღო თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან აინარს ლატკოვსკისთან შეხვედრაზეც. 
როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობი კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
"ლატვია თანამონაწილეა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების და ერთობლივი სწავლებების. ასევე, აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს ეს ურთიერთობები. JTEC-ის წარმატებით განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ნატოს წევრი ქვეყნების თანამონაწილეობა და ლატვია ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია” - მინისტრმა ისაუბრა საჩხერის ბაზაზე მიმდინარე წვრთნებზე, სადაც მათ შორის ლატვიელი ჯარისკაცებიც იღებენ მონაწილეობას. ,,ამ ზაფხულსაც ვმასპინძლობდით მათ. JTEC-ის პირობებში ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მხოლოდ საჩხერით არ შემოიფარგლება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ის მიმართულებები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში",- განაცხადა ხიდაშელმა. 
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პირველი დამოუკიდებელი ბატალიონის და გმირის ოსკარ კალპაკსის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge