png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისში სპორტული ფილმების ფესტივალი გაიმართება

  • სპორტი
  • 20.06.2017
  • 14:15
თბილისში სპორტული ფილმების ფესტივალი გაიმართება

22-25 ივნისს თბილისში სპორტული ფილმების ფესტივალი (TSFF) გაიმართება. TSFF ამ სახით წელს პირველად ჩატარდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში და რეგიონში სპორტული კინო დოკუმენტალისტიკის პოპულარიზაციას და განვითარებას.

თამარ ჯიშკარიანი, ორგანიზატორი: - აღნიშნულ ფესტივალამდე ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი 10 წლის მანძილზე ატარებდა სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალ „ნიამორს“, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყანა სისტემატიურად მონაწილეობდა, თუმცა საორგანიზაციო ჯგუფის აზრით, საჭირო გახდა თემატიკის გაზრდა და კონკრეტული სახეობების გარდა ისეთი შინაარსის ფილმების გადაღება, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აქტიური ცხოვრებით ცხოვრებას, მისცემს ახალგაზრდებს მაგალითს, როგორ შეიძლება იცხოვრო სწორად. მომავალ თაობას და არამხოლოდ მათ, დაეხმარება გაიცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობა, ამ სახეობის ისტორია და ადამიანები, რომლებმაც საქართველოს სახელი სპორტით გაუთქვეს.

ჯიშკარიანის განცხადებით, თავად პროფესიით სპორტულ ჟურნალისტს, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან უხდებოდა სპორტის სხვადასხვა სახეობების გაშუქება. ამდენად, რეალურად ხედავდა ყველა იმ პრობლემას თუ ძალისხმევას, რაც თითოეულ სპორტსმენს, სახეობისდა მიუხედავად სჭირდებოდა ელემენტარული შედეგის მისაღწევად - დაფინანსებიდან დაწყებული, ელემენტარული საწვრთნელო გარემოთი დამთავრებული. ყოველივე ამის პირდაპირპროპორციულად ვითარდებოდა სპორტული დოკუმენტური კინოც, შესაბამისად სპორტში ისე მოდიოდნენ და მიდიოდნენ სახელები, რომ მათი თითო კადრიღა თუ არის შემორჩენილი.

„სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში, სპორტული თემატიკა, გერის როლში მოევლინა შესაბამის სფეროს. არადა, კინო (დოკუმენტირიც და მხატვრულიც), არის ის თვალსაჩინოება, რომელსაც ყველაზე კარაგდ იღებს მოზარდი თაობა, უჩნდება მიბაძვის სურვილი. მაგალითად, არის ფილმები მესიზე და დღეს, მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვს უნდა იყოს მესი. უნდათ, იყვნენ დათო ყიფიანებიც, რადგან გაუგია. თუმცა, ბევრმა ამ თაობაში, არც კი იცის, როგორ გამოიყურებოდა დავით ყიფიანი. 

90-იანი წლებიდან მოყოლებული სპორტში ისე მოვიდნენ და წავიდნენ თაობები, რომ რომელიმე კონკრეტულ ტელევიზიაში, კონკრეტული შედეგის მიღწევის შემდეგ გაკეთებული ერთი სიუჟეტის გარდა, მათ შესახებ ინფორმაცია, უბრალოდ არ არსებობს. მაგალითისთვის შორს არ წავალთ და გიორგი ქინქლაძეს დავასახელებთ, რომელსაც ევროპაში უფრო სცნობენ სახეზე, ვიდრე საქართველოში. ხშირად, მოქმედმა სპორტსმენებმაც კი არ იციან, მათივე სახეობის არც თუ შორეული წარსულის წარმომადგენლის შესახებ. მაგალითად, თანამდეროვე დინამოელებს, არც კი ჰქონდათ გაგონილი 1981 წლის „დინამოს“ ერთ-ერთი გმირის, თამაზ კოსტავა სსახელიც კი“, - ამბობს თამარ ჯიშკარიანი და ამატებს, რომ სასაიამოვნოა სხვა დატვირთვის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ რომელიც ქვეყნის და ჩვენი ქალაქის პოპულარობას ზრდის, TSFF ის ნიშაა, რომელიც თბილისს, კიდევ ახალ ჭრილში დაანახებს საერთაშორისო საზოგადოებას. მითუმეტეს, რომ თბილისი, უკვე ასოცირდება სპორტთან, აქ გამართული მრავალი საერთაშორისო ღონისძიებიდან გამომდინარე.

„ფესტივალის დაარსებიდან დღემდე, როდესაც დგება მისი დაფინანსების საკითხი, სიტყვა „სპორტი“ ხდება განსჯის საგანი, არის თუ არა სპორტული თემატიკის ფილმი კულტურის ნაწილი. თუ კინემატოგრაფიის, თუნდაც ქართულის, ისტორიას გადავხედავთ (ასევე ფოტო-ხელოვნების და მწერლობის, თუნდაც ქართველ წარმომადგენლებს გავიხსენებთ გურამ თიკანაძე და გურამ რჩეულიშვილი) დოკუმენტური ფილმები მიხეილ მესხზე, მთამსვლელ ჯაფარიძეებზე, გიორგი ნიკოლაძეზე, ასევე მხატვრული ფილმები: „როცა აყვავდა ნუში“, „ფეოლა“, „პირველი მერცხალი“, „ბურთი და მოედანი“, „რეკორდი“ და ა.შ.  სპორტი, ისეთივე კულტურის ნაწილია, როგორც „მევენახე“, „მშენებელი“, „კოლმეურნე“ და „გივი“... აღნიშნული მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი თაობებისთვის.“

თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი (TSFF), სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებას ცდილობს და ასევე, ხელს უწყობს საქართველოში კონკრეტულ დროში, შეიქნმას მატიანე კონკრეტულ ადამიანებზე. ამას გარდა, საქართველოშიც ნახონ ის ტენდენციებიც რაც სპორტული კინოს მიმართებით ვითარდება მსოფლიოში. აღნიშნული ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში შესაბამისი თემით დაინტერესებული კინოდოკუმენტალისტების თავმოყრას, აზრთა გაცვლას და დაახლოებას.

TSFF – 2017 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ხელშეწყობით იმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge