თურქეთში გარდაცვლილი ქართველი სამშობლოში გადმოასვენეს (ვიდეო)
- საზოგადოება
- 23.06.2017
- 13:43
თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ბუნა ხოტოველი საქართველოში გადმოასვენეს. სასწრაფო დახმარების მანქანად ცოტა ხნის წინ გადმოკვეთა სარფის საბჟო-გამშვები პუნქტი.
ქუთაისში მცხოვრები 36 წლის ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი სტამბოლის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, რამდენიმე დღის წინ იპოვეს.
სამართალდამცველები ორ ძირითად ვერსიაზე - უბედურ შემთხვევასა და თვითმკვლელობაზე საუბრობენ. ახალგაზრდა ტაილანდში იმყოფებოდა და საქართველოში სტამბოლის გავლით უნდა დაბრუნებულიყო.
რეანომობილით სარფამდე გარდაცვლილი თურქულმა მხარემ მოიყვანა, შემდეგ კი იგი სასწრაფო დახმარების ქართულ ავტომანქანაში გადაასვენეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200