აფეთქება კიევში - დაიღუპა სამხედრო (ვიდეო)
- მსოფლიო
- 27.06.2017
- 12:27
კიევში ავტომობილის აფეთქებისას მოქმედი სამხედრო დაიღუპა. საქმე „ტერაქტის“ მუხლით აღიძრა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს პრეს-მდივანმა არტემ შევჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, აფეთქების შედეგად დაშავდა ხანდაზმული მამაკაცი და ქალი, რომელთა სიცოცხელსაც საფრთხე არ ემუქრება.
აფეთქების მომენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა. ჩანაწერში ჩანს, რომ აფეთქება მანქანის მოძრაობისას მოხდა. ავტომობილის ნამსხვრევები მთელს გზაზე მიმოიფანტა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, ექიმები და მაშველები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200