png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თავდაცვის სამინისტრო მორიგ ახალ პროექტს იწყებს

  • თავდაცვა
  • 08.11.2015
  • 15:16
თავდაცვის სამინისტრო მორიგ ახალ პროექტს იწყებს

თავდაცვის სამინისტრო მორიგ ახალ პროექტს იწყებს. „ცოცხალი წიგნები ჯარში“ - ასე ჰქვია კულტურულ პროგრამას, რომელიც ჯარისკაცებისა და მწერლების აქტიურ შეხვედრებს ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა მოაწერეს.

დღესვე, სერჟანტთა მომზადების ცენტრს თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები ესტუმრნენ და ჯარისკაცებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. გიორგი არაბულმა, შოთა იათაშვილმა, ბექა ქურხულმა, გაგა ნახუცრიშვილმა, ნიკა ჯორჯანელმა, კატო ჯავახიშვილმა, ზვიად რატიანმა, მარიამ წიკლაურმა, თაკო ფხაკაძემ და ნინია სადღობელაშვილმა ჯარისკაცებს ლექსები და მოთხრობები წაუკითხეს და სამახსოვრო წიგნებიც აჩუქეს. სტუმრების შემდეგ ლექსები ჯარისკაცებმა წაიკითხეს და მწერლებს სხვადასხვა თემაზე შეკითხვები დაუსვეს.
„
დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. მწერლები მოდიან ჯარისკაცებთან და პირადად უკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს. ერთი მხრივ, ჯარისკაცებს ეძლევათ შესაძლებლობა, უშუალოდ გაეცნონ ჩვენს მწერლებს, დაუსვან შეკითხვები და, მეორე მხრივ, თავად მწერლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან, ჯარისკაცებთან ჰქონდეთ ურთიერთობა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ.
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ მთელი ქვეყნის მაშტაბით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში სპეციალური წიგნის გამოცემაც იგეგმება.

„მწერლები სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდნენ. დღეიდან ისინი სამხედრო ნაწილებსაც ხშირად ესტუმრებიან. პროექტის დასრულების შემდეგ კი გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები,“ - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ.



გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge