თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბრინჯაო ევროპის თასიდან
- სპორტი
- 09.11.2015
- 13:15
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ერთა თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 6:2 დაამარცხა.
ევროპის ერთა თასი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში თურქეთის 5:3 ძლევის შემდეგ, რუსეთთან 2:6 წააგო და ფინალში გასვლის შანსიც დაკარგა. ერთა თასს რუსეთის ნაკრები დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანს 5:3 სძლია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200