ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
- კონფლიქტები
- 03.08.2017
- 17:07
ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც აფხაზური მედია წერს, საქმე 358-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღთან ან გარემოსთვის საშიშ ნივთებთან მოპყრობის წესების დარღვევას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, გუდაუთის რაიონში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად ორი რუსი ტურისტი გარდაიცვალა, 64 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთაგან 27 რუსეთის მოქალაქეა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200