ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდას მიუახლოვდა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 10.09.2017
- 11:45
ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუირების განკარგულება გამოსცა.
ქარიშხალი „ირმა“ შტატს დღეს, დღის მეორე ნახევარში მიუახლოვდება.
შტატის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფარში გადავიდნენ, ასევე, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.
ქარიშხალ „ირმას“ სიმძლავრე მეოთხე კატეგორიის არის. მისი სიჩქარე საათში 210 კილომეტრს შეადგენს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200