png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა „Citi”-ს მეშვეობით 30 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

  • ბიზნესი
  • 19.09.2015
  • 15:14
საქართველოს ბანკმა „Citi”-ს მეშვეობით 30 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა, განაცხადა „Citi”-ს მეშვეობით 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ერთ წლიანი ფინანსური რესურსის მოზიდვის თაობაზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის. 

საქართველოს ბანკის ინფორმაციით,ხსენებული დაფინანსება არის მეორე შემთხვევა საქართველოში ამ ტიპის ფინანსური რესურსის მოზიდვის. პირველი მსგავსი რესურსი „Citi“-ს მეშვეობით შარშან, ასევე საქართველოს ბანკმა მოიზიდა.

„საქართველოს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ბანკია ვაჭრობის ფინანსირების კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და მომხმარებელთა სოლიდური ბაზით. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შედგა თანამშრომლობა  „Citi“-სა და საქართველოს ბანკს შორის,  ჩვენი კლიენტების საჭიროებების შემდგომი მხარდაჭერისა და ბანკის კონკურენტული უპირატესობის გამყარების მიზნით.  მინდა მადლობა გადავუხადო „Citi“-ს თანამშრომლობისთვის და  მივულოცო ჩვენი ვაჭრობის ფინანსირების გუნდს ტრანზაქციის წარმატებით დასრულება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მურთაზ კიკორიამ.

„Citi-ი მოწოდებულია მიაწოდოს მის მომხმარებელს ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო საშუალებები. საქართველოს ბანკისთვის ხსენებული რესურსის მოზიდვისას, ჩვენ შევძელით მაღალპროფესიონალური, ექსპერტული პარტნიორობის განვითარება და ბანკისთვის ვაჭრობის ფინანსირების შეუდარებელი გადაწყვეტის უზრუნველყოფა,“ განაცხადა ანურაგ შოდარიმ, „Citi“-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების დისტრიბუციის გლობალურმა ხელმძღვანელმა. 

 „Citi”-ს შესახებ”:

„Citi”-ი ემსახურება 100 მილიონ მომხმარებელზე მეტს, 40 ქვეყანაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძველი ფინანსური ინსტიტუტია, 200 წელზე მეტი ხნის ისტორიით. „Citi”-ი თავაზობს ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სფექტრს, მათ შორის სამომხმარებლო, საკრედიტო, კოპრორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, ასევე საბროკერო, გადარიცხვებისა და დაგროვილი ქონების მართვის სერვისებს. „Citi”-ს მისიაა, იყოს სანდო პარტნიორი და შეთავაზოს მის მომხმარებელს ფინანსური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ზრდასა და ეკონომიკურ პროგრესს. „Citi”-ს ვაჭრობის ბიზნესი ძირითადი ნაწილია „Citi”-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების ბიზნესის, რომელიც, თავის მხრივ, „Citi”-ს ინსტიტუციონალური კლიენტების ჯგუფის მიმართულებაა. „Citi”-ს ვაჭრობის ბიზნესის უპირატესობა, მისი მსოფლიო მასშტაბით მუშაობა და ადგილობრივი პარტნიორობის არსებობაა, რისი მეშვეობითაც ის ემსახურება კორპორაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო სექტორს მსოფლიოს გარშემო. „Citi”-ს ვაჭრობის ექსპერტები აწვდიან მომწოდებლებს, მყიდველებსა და ფინანსურ ინტიტუტებს მთელს მსოფლიოში საუკეთსო შეთავაზებებს დაწყებული რისკის თავიდან აცილებითა და ფინანსირებით, დასრულებული მიწოდების ქსელისა და სამუშაო კაპიტალის გაუმჯობესების, ვაჭრობისა და ნაღდი ფულის მოძრაობის, ასევე ვაჭრობის აქტივობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების საშუალებებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge