png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სპერმის დონორი თავის 19 ბიოლოგიურ შვილს შეხვდა (ვიდეო)

  • პოლიტიკა
  • 19.09.2017
  • 12:51
სპერმის დონორი თავის 19 ბიოლოგიურ შვილს შეხვდა (ვიდეო)

57 წლის ამერიკელი მხატვარი მაიკლ რუბინო 19 შვილს შეხვდა, რომლებიც მისი სპერმისგან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაიბადნენ. ამის შესახებ გამოცემა Inside Edition-ი წერს, რომელიც ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო.

„როდესაც დონორი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ თუ გამიმართლებდა, ორ ან სამ შვილს მაინც შევხვდებოდი. მე ისინი დანახვისთანავე შემიყვარდნენ“, - ამბობს რუბინო.

მისი ბიოლოგიური შვილებიდან ყველაზე უფროსი 21 წლისაა, უმცროსი კი 16-ის. 11 მათგანს კი ისეთივე ცისფერი თვალები აქვთ, როგორც მამას.

ბავშვების დედები აშშ-ის 10 შტატსა და კაიმანის კუნძულებზე (დიდი ბრიტანეთი) ცხოვრობდნენ. რუბინო შვილების ფოტოებს თავისი მისაღები ოთახის თაროზე ინახავს.

მხატვარი ამტკიცებს, რომ ის დონორი ფინანსური მოსაზრებების გამო არ გამხდარა. მისი სურვილი იყო უნაყოფო წყვილებს დახმარებოდა. ყოველ შემოწირულობაზე მას 50 დოლარს უხდიდნენ. მაგრამ ის თანხას ქველმოქმედებაში ხარჯავდა.

რუბინომ სპერმის ბანკის ანკეტაში მიუთითა, რომ თავისი საკონტაქტო ტელეფონის დამალვას არ აპირებდა, რადგან იმედოვნებდა, რომ როდესაც ბავშვები გაიზრდებოდნენ, მის ნახვას მოისურვებდნენ.

გამოცემა The Orange County Register-ი წერდა, რომ ერთ-ერთი ბავშვის დედა მათ 2004 წელს დაუკავშირდა, როდესაც ბავშვი 6 წლის იყო. რუბინო დედას ეხმარებოდა, შვილი სკოლაში დაყავდა, მოგვიანებით კი მათ სახლში საცხოვრებლად გადავიდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge