მაკრონის ძაღლმა ელისეის სასახლეში თათბირი ჩაშალა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 23.10.2017
- 14:55
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ძაღლმა ელისეის სასახლეში თათბირი ჩაშალა. მან ერთ-ერთ დარბაზში მოშარდა.
მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტის შეხვედრას ფრანგული ტელეარხები იღებდნენ.
YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, როგორ გაამხიარულა ძაღლის საქციელმა თათბირის მონაწილეები. „ეს ხშირად ხდება?“ - ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა მაკრონს. „არა. მასზე პროვოცირება თქვენმა დანახვამ მოახდინა“- უპასუხა პრეზიდენტმა.
მაკრონებმა ერთი წლის ძაღლი თავშესაფრიდან აგვისტოში წაიყვანეს. გრიფონისა და ლაბრადორის მეტისს ჟიულ ვერნის რომანის „ოცი ათასი ლიე წყალქვეშ“ საპატივსაცემოდ ნემო დაარქვეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200