png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელი იაპონიის პარლამენტში უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 13.11.2015
  • 14:42
თინათინ ხიდაშელი იაპონიის პარლამენტში უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იაპონიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი იაპონიის პარლამენტში წარმომადგენელთა პალატის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს სეიგო კიტამურას შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა იაპონიის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და იაპონიის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე. იაპონიის პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. სეიგო კიტამურამ იმედი გამოთქვა, რომ იაპონიის პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლი და მნიშვნელობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იაპონელი პარლამენტარი საქართველოში მოიწვია. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარე მზად არის საქართველოს ეწვიოს და ადგილზე გაეცნოს შექმნილ ვითარებას და თანამშრომლობის კონკრეტულ პროექტებზე შეთანხმდნენ.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონიასთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით უამრავი წინადადება მიიღო, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე.

სეიგო კიტამურამ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საქართველოს თავდაცვის ახალგაზრდა მინისტრმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ის ძალიან კარგი დიპლომატია და კარგად ერკვევა საერთაშორისო საკითხებში. თინათინ ხიდაშელი ძალიან მოტივირებული მინისტრია და კარგად აქვს გაცნობიერებული, რა მისია აკისრია ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში. 25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობიდან და დღეს იაპონია მზად არის ურთიერთობის გაღრმავებისთვის. იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ლიგის თავმჯდომარე იჩირო აისავასთან ერთად მზად ვართ დავგეგმოთ საქართველოში ვიზიტი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავეცნოთ საქართველოს გეოპოლიტიკასა და ეკონომიკურ ვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან და, ამ მხრივ, თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. საქართველო და იაპონია პატარა ქვეყნები არიან და მათ საერთაშორისო დონეზე მეგობრები სჭირდებათ. ჩვენ მზად ვართ მეგობრული ურთიერთობებისთვის.“

დღესვე, თავდაცვის მინისტრი იაპონიის პარლამენტის წევრს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იურიკო კოიკეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა იყო რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, აქცენტი გაკეთდა უკრაინაში, მთიან ყარაბახსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე. ასევე, ისაუბრეს მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თემაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო იაპონიის პარლამენტის ერთ-ერთ გავლენიან დეპუტატთან შეხვედრა, რომელიც ამავდროულად ყოფილი თავდაცვის მინისტრია და უკვე 15 წელია მუშაობს ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკაზე. მისთვის ჩვენი რეგიონი კარგად ნაცნობია. ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, როდესაც ასეთ ადამიანებთან პირად კონტაქტებს ვამყარებთ, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში გავლენიანი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც იცნობენ შენს რეგიონს, აინტერესებთ, აწუხებთ ეს საკითხები და უნდათ, რომ გვერდში დაგიდგნენ და მხარდაჭერა გამოხატონ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

იურიკო კოიკემ კი განაცხადა, რომ, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თვალყურს მიადევნებს საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმს, რათა დოკუმენტით გათვალისწინებული მიმართულებები ორივე ქვეყნისთვის ეფექტურად განხორციელდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge