ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
- საზოგადოება
- 23.09.2015
- 15:18
ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მონაწილეობდა 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 160-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. თბილისიდან ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ადგილზე მობილიზებული იყო დამატებით ჯგუფები ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის დანაყოფებიდან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200