png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სოფიო შამანიდმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა

  • საზოგადოება
  • 23.09.2015
  • 15:52
სოფიო შამანიდმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა

პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომამადგენელს  შეხვდა.

 პრეზიდენტის მრჩეველმა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა ერთი წლის მუშაობის ანგარიში და გააცნო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ის პროექტებიც განიხილეს, რომლებზეც ყურადრება უმცირესობების წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან გასული წლის ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე გაამახვილეს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო პროექტები განხორციელდა. სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი ეთნიკური უმცირესობებისათვის ინტეგრირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ხორციელდება პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ მეორე ეტაპი. ამ  პროექტის ფარგლებში, 13 რაიონის, 56 სოფელში,  2500-მა მსმენელმა შეძლო სახელმწიფო ენის შესწავლა.

ასევე, პრეზიდენტის მხარდაჭერით შეიქმნა აფხაზეთის ვირტუალური არქივი. მოგეხსენებათ, სოხუმში არსებული არქივი ომის დროს განადგურდა და აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით ყველა მსურველს მიეცა საშუალება აფხაზეთის შესახებ სხვადასხვა დოკუმენტური, ვიდეო თუ ფოტო მასალების ხილვის.

შეიქმნა ოსურ-ქართული ურთიერთობების ცენტრის გახსნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც იმ პრობლემების მოგვარებას აიღებს თავის თავზე, რომელიც ოსურ თემს აწუხებს ამ ეტაპზე.

მნიშვნელოვანია ასევე, სამცხე - ჯავახეთის უნივერსიტეტის გაძლიერება, რომ ამ რეგიონიდან არ მოხდეს სტუდენტების გადინება სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა სოფიო შამანიდმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge