primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

2016 წელს აჭარა ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის 5 მლნ 967 ათას 800 ლარს დახარჯავს

  • ეკონომიკა
  • 23.09.2015
  • 16:49
2016 წელს აჭარა ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის 5 მლნ 967 ათას  800 ლარს დახარჯავს

აჭარაში მზარდ ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტიც იზრდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წელს ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვისა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშემწყობი პროექტებისათვის დეპარტამენტი 1 მლნ 326 ათას ლარს დახარჯავს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტების საჯარო განხილვაზე აღინიშნა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აჭარის ტურისტული მარკეტინგის განსახორციელებლად ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი - 3 მლნ 777 ათასი ლარია გათვალისწინებული, ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისათვის კი - 864 ათას  800 ლარი.

2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის სულ 5 მლნ 967 ათას  800 ლარის დახარჯვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტი 3 მლნ 308 ათას ლარს, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 მლნ 582 ათას ლარს შეადგენდა.

„1 მილიონი ლარით იზრდება სამიზნე ქვეყნებში სარეკლამო კამპანიების ბიუჯეტიც, რაც მომავალ წელს რეკლამის უფრო მძლავრ და ინტენსიურ კომპონენტებს მოიცავს. გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი ინტენსიურად გაააგრძელებს რეგიონის ონლაინ რეკლამირებას (თურქეთი, ისრაელი, ბელორუსია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სოხეთი) სოციალური მედია-ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით (240 ათასი ლარი). გაზრდილია ასევე რეგიონის ტურისტული პოტენციალის ქვეყნის შიგნით რეკლამირების ხარჯებიც. 2016 წლისთვის ამ მიმართულებით 384 000 ლარის დახარჯვა იგეგმება“,- აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში სიახლეები რამდენიმე ახალი პროექტითაა წარმოდგენილი: კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ხარისხის ნიშნის („რეკომენდებულია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ“) ტურისტული ობიექტებისთვის მინიჭება, ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების გამოვლენა/დაჯილდოება, ტურისტული გიდებისთვის შესაბამისი პროფილის სერთიფიკატის მინიჭება და წლის საუკეთესო გიდის დაჯილდოება.

აღასნიშნავია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2016 წელს კვლავ ჩაატარებს შემოდგომისა და ფრინველების ფესტივალებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სეზონის გახსნისა და საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში. გაზრდილი ბიუჯეტით განახორციელებს ეკო და სოფლად ტურისტული პროდუქტების განვითარებას, გააგრძელებს ტურიზმის დარგში მომსახურე პერსონალის უფასო გადამზადებას, ასევე „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიის გამოყენებით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების ხარისხის რეგულარულ მონიტორინგსა და შეფასებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge