primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

  • თავდაცვა
  • 21.11.2017
  • 11:38
 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. საუბარია ტექნიკაზე, რომლის ღირებულებაც 75 მილიონ დოლარს აღწევს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს. პრესრელიზში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე გააცნეს კონგრესსაც.

„საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს Javelin-ის 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა.

ამასთან, აშშ-ის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, ამ იარაღის მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსსა და ეროვნულ უსაფრთხოებას განამტკიცებს, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების გზით. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ამ შეიარაღების საქართველოსთვის გადაცემა რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს არ დაარღვევს.

ამასთან, განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • 20:05
კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
  • 20:04
ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
  • 12:18
თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
  • 12:03
გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge