ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება
- კულტურა
- 17.11.2015
- 14:30
21 ნოემბერს ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ბრიტანელი რეჟისორი ტარეკ ისკანდერი ახალ სცენაზე წარმოადგენს იგნასი კორნელისენის პიესას - „ზამთრის ზღაპარი“.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზღაპრის ბოლო ერთია - სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, სიყვარული კი სიძულვილს, მკითხველი თუ მაყურებელი მაინც მოუთმენლად ელის ამ მაგიურ ჟანრში მოგზაურობას.
ნაწარმოების ბოლო აკორდია ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვები: „ამ ამბის მორალია...“ როგორც ხედავთ, დრამატურგი სამი წერტილით ასრულებს ისტორიას.
რა უნდა იყოს „ზამთრის ზღაპრის“ მორალი? ამაზე სპექტაკლის ნახვის შემდეგ ჩაფიქრდებით...
სპექტაკლი ერთ მოქმედებიანია, სადაც ოთხი მსახიობი: ზაალ გოგუაძე, მარინა ბურდული, მამუკა მანჯგალაძე და ია ვახანია მონაწილეობს.
პროექტი ხორციელდება ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.