png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გალაკტიონის 124-ე წლის აღსანიშნავად პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

  • კულტურა
  • 17.11.2015
  • 17:38
 გალაკტიონის 124-ე წლის აღსანიშნავად  პოეტის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 124-ე წლის აღსანიშნავად პოეტის მემორიალურ ბინა-მუზეუმში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთნ ერთდ დაესწრო და განახლებული მუზეუმი დაათვალიერა. 

საღამოზე მსახიობმა მურმან ჯინორიამ გალაკტიონის ლექსების მიხედვით დადგმული მონო - სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ წარმოადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ვიხსენებთ გალაკტიონს მისი სახელის უკვდავსაყოფად. წელს მოვაწესრიგეთ მუზეუმი, იმისათვის, რომ დამთვალიერებლებისათვის იყოს სათანადო გარემო,  გამოვეცით სპეციალური კრებული. დღეს კი ძალიან საინტერესო საღამო გაიმართა, სადაც ბატონმა მურმან ჯინორიამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა გალაკტიონისგან მიღებულული უზარმაზარი მემკვიდრეობა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.

გალაკტიონის  ბინა-მუზეუმი რამდენიმე დღის წინ განახლდა. დამონტაჟდა სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება, უწყვეტ რეჟიმში, მოისმინოს გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსების ჩანაწერები, დაათვალიეროს მისი ფოტოსიურათები და ვიდეო მასალა. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, მუზეუმის კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის მიზნით, დამზადდა გალაკტიონის ფოტოებითა და ხელნაწერებით გაფორმებული ბლოკნოტები, მაისურები, ჩანთები და მაგნიტები.

მუზეუმის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა წიგნი „მე ვკითხულობ გალაკტიონს“, სადაც აღბეჭდილია რიგითი მოქალაქეების მიერ გალაკტიონის ლექსების კითხვის პროცესი. წიწიგნის პრეზენტაცია გალაკტიონის დაბადების დღეზე გაიმართა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge