ექსტრემალმა ცათამბჯენის სახურავიდან გადავარდნისას საკუთარი სიკვდილი ვიდეოკამერით გადაიღო (ვიდეო)
- ეს საინტერესოა
- 14.12.2017
- 15:57
სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩინელი რუფერის ვიდეო, რომელმაც საკუთარი სიკვდილი ვიდეოკამერით გადაიღო.
ჩანაწერი YouTube-ზე გავრცელდა.
კადრებში ჩანს, 26 წლის ახალგაზრდა როგორ ასრულებს ერთერთ ტრიუკს - ერთი ხელით ცათამბჯენის სახურავის კიდეზე ეკიდება.
პირველ ჯერზე მან უკან სახურავზე აძვრომა მოახერხა, მაგრამ მეორე ჯერზე მას ძალა არ ეყო და ქვემოთ ჩავარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი 8 ნოემბერს მოხდა, მაგრამ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. მომხდარის შესახებ მედიას გარდაცვლილი ექსტრემალის მეგობარმა გოგონამ უამბო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200