ვინ არის Playboy-ს ვარსკვლავი, რომელმაც დათუნა მგელაძის კლიპში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)
- კულტურა
- 20.12.2017
- 17:52
მომღერალმა დათუნა მგელაძემ თავის თაყვანისმცემლებს წინასაახალწლოდ საჩუქარი გაუკეთა და ქართველ მაყურებელს ახალი კლიპი შესთავაზა.
„ისევ შენ“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც თავად დათუნას ეკუთვნის, ხოლო სიმღერის ტექსტი მანჩო გურგენიძეს და მარიამ ჩიხრაძეს.
კლიპის გადაღებები პრაღაში მიმდინარეობდა, სადაც მომღერალს პარტნიორობას Playboy-ს ვარსკვლავი ვერონიკა ფლორესი უწევს. კლიპის რეჟისორი იტალიელი ემანუელ დელა პია გახლავთ.
რაც შეეხება მომღერლის გეგმებს, დათუნა ახალი წლის ღამეს თბილისში გამართულ ცენტრალურ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200