სამგზავრო ავტობუსში 52 ადამიანი დაიწვა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 18.01.2018
- 11:49
ყაზახეთის აქთიუბინის ოლქში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების განცხადებით, ადგილობრივი დროით 10: 30 საათზე ავტომაგისტრალზე მოძრაობის დროს სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. სალონში 55 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა. ხუთმა ადამიანმა ავტობუსის დატოვება მოახერხა, ორი მათგანი მძღოლია. დანარჩენი 52 კი ადგილზე დაიღუპა. გადარჩენილებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ავტობუსის მგზავრები უზბეკეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებოდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200