png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

8 თებერვალს საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

  • სპორტი
  • 25.01.2018
  • 13:56
8 თებერვალს საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას პარტნიორობით, 8 თებერვალს, საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა. მსოფლიო თასის ტურის ორგანიზებას კოკა-კოლა უზრუნველყოფს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს სთავაზობს,  საფეხბურთო სფეროში გამორჩეული ჯილდო საკუთარი თვალით იხილონ და მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთონ.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური  პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და  ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს  გაივლის.

FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისის აეროპორტში 8 თებერვალს შემოვა.  ამის შემდეგ თასი თბილისი მოლის შენობაში გადაინაცვლებს და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეეძლება.  

ყველა სიახლე, მათ შორის  ღონისძიებების თარიღები, ექსკლუზიური ინტერვიუები, ფოტო-ვიდეო მასალა FIFA-ს მსოფლიო თასის ტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ FIFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.fifa.com/trophytour, ოფიციალურ Facebook გვერდზე www.facebook.com/trophytour და Instagram-ის გვერდზე https://www.instagram.com/trophytour/.

FIFA-ს  მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზედ ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის FIFA-ს   მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და    6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს  საკუთრებაში, გამარჯვებულ  გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ  თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge