ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკას სტუმრობს
- კონფლიქტები
- 26.01.2018
- 10:58
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაქას“, - ამის შესახებ „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.
დაურ კოვეს გარდა ნაურუში გაემგზავრნენ ე.წ. პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია და ე.წ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია. ნაურუში ასევე იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200