რუსეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სამხედრო წვრთნას ატარებს
- კონფლიქტები
- 29.01.2018
- 12:47
რუსეთმა სამხრეთ ოლქში მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო. ამის შესახებ „სპუტნიკ-ოსეტია“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლებაში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებიც ჩაერთვებიან.
მანევრებში სულ 4 ათასი ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული.
სწავლება ერთ კვირას გასტანს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200