png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქართველი მხატვრების ნამუშევრები თიბისი ბანკის უკონტაქტო სტიკერებზე

  • ეკონომიკა
  • 24.09.2015
  • 11:40
ქართველი მხატვრების ნამუშევრები თიბისი ბანკის უკონტაქტო სტიკერებზე

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი მომხმარებელს ქართველ მხატვრებთან ერთად შექმნილ ექსკლუზიურ უკონტაქტო სტიკერს სთავაზობს.

თუთუ კილაძე, ლევან ამაშუკელი, იურა ბერიშვილი და მაია სუმბაძე - ეს ის მხატვრები არიან, რომელთა ნამუშვრები თიბისი ბანკის უკონტაქტო ბარათებზეა გამოსახული.

 ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბანკმა ქართველ მხატვრებთან თანამშრომლობა კომერციული პროექტის ფარგლებში დაიწყო - ოფიციალურად შეიძინა ნამუშევრების ბარათზე გადატანის უფლება და მომხმარებელს მათი გამოყენების ყველაზე მოსახერხებელი ფორმა შესთავაზა. პროექტის მიზანი ქართველი მხატვრების პოპულარიზაცია და მათი შრომის მეტად დაფასებაა.

 დღეიდან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ მოითხოვოთ უკონტაქტო სტიკერის ნიმუშები და შეარჩიოთ 4 შემოთავაზებული დიზაინიდან ერთ-ერთი: თუთუ კილაძის ურბანული პეიზაჟი „ლისი“, ლევან ამაშუკელის ხასხასა ფერებით გამორჩეული „ტურისტები“, იურა ბერიშვილის ფერადი „აბსტრაქცია“ და მაია სუმბაძის მექანიზმებიანი, ფრთებიანი გოგო.     

 საკუთარი გემოვნებით შერჩეული უკონტაქტო სტიკერი შეგიძლით მიაკრათ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ნივთს, მაგალითად მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც გადახდის პროცესი უფრო სწრაფი, მარტივი და სასიამოვნო ხდება. უკონტაქტო სტიკერით გადახდა ყველაზე მარტივია, რადგან ტერმინალში მისი მოთავსება საჭირო არ არის - მხოლოდ მიახლოებაც საკმარისია.

 ექპერიმენტულ პროექტს თიბისი ბანკი საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა „ვიზასთან“ ერთად ახორციელებს.

 „შევეცადეთ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილისა და ხასიათის ნამუშევრები აგვერჩია, რათა მომხმარებელს შეეეძლოს საკუთარი გემოვნების შესაბამისი დიზაინი მოირგოს. გვინდა, რომ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, გაეცნოს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს, ატაროს ეს ნამუშევრები ყველაზე მოსახერხებელი ფორმით და მიიღოს სიამოვნება გადახდის პროცესში. ჩვენი ბარათებით გადახდა უკვე შესანიშნავია,“- აცხადებს თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი, თამარ კირვალიძე.

გაიფერადეთ ქართველი მხატვრების ნამუშევრებით ყოველდღიურობა, გახადეთ გადახდის პროცესი თქვენთვის სასიამოვნო!

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge