საჰარაში თოვლი ამ ზამთარს მეორედ მოვიდა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 07.02.2018
- 10:42
საჰარას უდაბნოში თოვლი ამ ზამთარს უკვე მეორედ მოვიდა. ამის შესახებ Daily Express-ი იტყობინება.
თოვლი ალჟირის ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ აინ-სეფრაში მოვიდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვიშის დიუნებზე თოვლი უკვე მეორე წელია ზედიზედ მოდის. მანამდე ამ რეგიონში თოვლი 30- წელზე მეტია არ ყოფილა.
აინ-სეფრას რაიონში ზაფხულში ტემპერატურა 37 გრადუსს აღწევს. ზამთარში კი ნულ გრადუსს უტოლდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200