ან-148-ის კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 12.02.2018
- 09:56
ან-148-ის კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
26-წამიან ჩანაწერში ჩანს აფეთქება, რომლის შედეგად თვითმფრინავი რამდენიმე ათეულ მეტრს გაიფრენს და ვარდება.
ავიაკომპანია „სარატოვის ავიახაზების“ სამგზავრო ან-148-მ კატასტროფა მოსკოვთან ახლოს რამენსკის რაიონში განიცადა. ლაინერი მოსკოვი-ორსკის რეისს ასრულებდა.
რუსეთის ავიაციის მონაცემებით, ეკიპაჟთან კავშირი „დემოდედოვოს“ აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიკარგა. ბორტზე მყოფი 65-ვე მგზავრი და ეკიპაჟის ექვი წევრი დაიღუპა.
რუსეთის საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ერთი შავი ყუთი აღმოაჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200