png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელმა კანადაში ვიზიტი დაასრულა

  • თავდაცვა
  • 23.11.2015
  • 12:10
 თინათინ ხიდაშელმა კანადაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კანადაში ვიზიტი დაასრულა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა კონფერენციის პლენარულ სესიაზე - "ითანამშრომლე, შეაკავე ან დაიპყარი - 70 წლის შემდეგ პრიორიტეტების განსაზღვრის სტრატეგია". სესია II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ბოლო 70 წლის განმავლობაში მსოფლიო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. 
თინათინ ხიდაშელმა გამოსვლისას ყურადღება ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განიხილა, თუ რამდენად მზად აღმოჩნდა დასავლეთი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ბერლინის კედლის დანგრევის შედეგად გამოწვეული გამოწვევებისთვის და რამდენად არის მზად იმ საფრთხეებთან საბრძოლველად, რომელიც მომავალი წლების შემდეგ დადგება.
ღონისძიების გახსნამდე, თინათინ ხიდაშელი კონფერენციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრებს შეხვდა. მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს, ლიტვის, ალბანეთის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის თავდაცვის მინისტრები და პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის პოლიტიკა იყო.
ჰალიფაქსის კონფერენციის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს რობერტ უორკს, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰარჯიტ საჯანს, ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრს ჯანინ ჰენის-პლასჩერტს, ალბანეთის თავდაცვის მინისტრს მიმი კოდელს, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის თავდაცვის მინისტრს ზორან იოლევკსს და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს მილიცა პეიანოვიჩ-დურიშიჩს. შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელებაში ჰოლანდიის წვლილზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.
ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმი ყოველწლიურად თავს უყრის უსაფრთხოების სფეროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს. კონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს 60-ზე მეტი ქვეყნის 300 წარმომადგენელი განიხილავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge