„კობი“ არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას იწყებს
- ეკონომიკა
- 24.09.2015
- 12:53
კომპანია„კობი“ არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას იწყებს. მთავრობის №1902 განკარგულების მიხედვით, პროექტ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში შპს კობს“ 1 ლარად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში მდებარე 27300.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. ინვესტორი ვალდებულია, 2 წლის განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და წარმოებაც დაიწყოს. პროექტის განსახორციელებლად, პირობების მიხედვით, „კობი“ მინიმუმ 3 მლნ 544 ათასი ლარის ინვესტიციას განხორციელებს.
პირობების მიხედვითვე, საწარმომ წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მილიონი ლიტრი მინერალური ან/და მტკნარი (დაგაზიანებული ან/და დაგაზიანების გარეშე) წყალი ბოთლში ჩამოსხმული ფორმით) უნდა აწარმოოს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200