png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ჭარბი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

  • ეკონომიკა
  • 24.09.2015
  • 13:08
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს ჭარბი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში ,,აგროდაზღვევის პროგრამაში“ ჩართული ბენეფიციარებისთვის მიმდინარე წლის ივნისში, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის აუნაზღაურება დაიწყო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი ვახტანგ ებიტაშვილი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ დავით ხუციშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული ატმის ნაკვეთები დაათვალიერეს.

წყალდიდობის შედეგად,   სოფელ კალაურის მკვიდრს, დავით ხუციშვილის ატმის ბაღის 72% მთლიანად გაუნადგურდა და მიყენებულმა ზარალმა 16,500 ლარი შეადგინა. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი“ ფერმერს ზარალს სრულად აუნაზღაურებს. დავით ხუციშვილი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამაში“ 2014 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო და 1,8 ჰა ფართობის ატმის ბაღი დააზღვია. სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 2,295 ლარი, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2,160 ლარი დაფარა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამაში“ კახეთის რეგიონში 4 ათასზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო, აქედან 1656 გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერია. მიმდინარე წლის ზაფხულში ჭარბი ნალექის შედეგად აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული 72 ბენეციარი დაზარალდა. სადაზღვევო კომპანიების მიერ თითოეული მათგანის დაზიანებული სავარგულები შემოწმებულია და ზარალი 331 178 ლარ-ზე მეტს შეადგენს. პროგრამის ბენეფიციარებს ზარალის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.

საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 26,625 პოლისი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ შეადგინა 13,418,205 ლარი. დაზღვეულია 22,844.3 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ ჯამში 186,676,471 ლარი შეადგინა.

ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაზარალდა 8,008 ბენეფიციარი, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 9.5 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.

           

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge