ქართველ მორაგბეებს ჰიმნის შესრულების დროს მაისურზე ტატუნაშვილის გვარი ეწერათ
- სპორტი
- 18.03.2018
- 17:50
ქართველი მორაგბეები რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, მოედანზე მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბორჯღალოსნები რუმინეთს ხვდებიან.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200