png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

  • ეკონომიკა
  • 24.09.2015
  • 13:49
დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

 

28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. ბიზნესმენებთან შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 10.00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბიზნესასოციციებისა და ფონდების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. პროექტები რამდენიმე მიმართულებითაა მომზადებული. წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროექტები:

  1. იმერეთის მწვანილი - საექსპორტო კომპანია
  2. თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო
  3. პანკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი
  4. დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოვება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება
  5. სამკერვალო საწარმო
  6. ტექსტილის წარმოება
  7. კერამიკული ფილების წარმოება
  8. რძის გადამამუშავებელი საწარმო
  9. მუყაოს ყუთების წარმოება
  10. ფოთის ქვის გადამამუშავებელი საწარმო

11        ფოლადის მილების წარმოება         

13        ეთერზეთების წარმოება      

ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თითქმის ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ჯგუფი ახდენს ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრა სწორედ ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციის მიზნით იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას სისტემური ხასიათი ექნება - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების ბიზნესსექტორისთვის წარდგენა მომავალში რეგულარულად გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge