ავსტრალიის სანაპიროზე 150-ზე მეტი დელფინი გამოირიყა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 23.03.2018
- 11:46
150-ზე მეტი შავი დელფინი გამოირიყა დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე ჰამელინის ყურეში. დელფინები მეთევზეებმა 23 მარტს აღმოაჩინეს. The Sydney Morning Herald-ის ცნობით, ძუძუმწოვრების პოვნის მომენტში 15 დელფინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ეკოლოგების თქმით, დღის ბოლომდე მოხალისეები და სპეციალისტები ცოცხლად გადარჩენილ დელფინებს ოკეანის სიღრმეში შეიყვანენ.
ამ დროისთვის ჰამელინ-ბეის სანაპირო დამსვენებლებისთვის დაკეტილია. ეკოლოგები შიშობენ, რომ მკვდარი დელფინების სუნი ზვიგენებს მიიზიდავს და ნაპირის მოაწყდებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200