png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკიდან (BSTDB) 75 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა

  • ბიზნესი
  • 29.03.2018
  • 13:23
საქართველოს ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკიდან (BSTDB) 75 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოს ბანკს 75 მილიონი ლარის (30 მლნ აშშ დოლარის) მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს, აღნიშნული დაფინანსება საქართველოში მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში  დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე  საჯაროდ  განათავსების გზით, ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა  და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის  კიდევ ერთ  წარმატებულ თანამშრომლობას მოეწერა ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, ჰქონდეს წვდომა დაფინანსებაზე, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. ამავე დროს,  ჩვენ როგორც წამყვან ბანკს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს  საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დე-დოლარიზაციის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს, მხარდაჭერისათვის.“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა  დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს უმსხვილეს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან და ერთობლივად შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორის დაფინანსება, ამით კი ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამას- საბანკო სექტორში დე-დოლარიზაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო  საქართველოს ეროვნულ  ბანკსა და  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს BSTDB-ის ადგილობრივი სავალუტო ოპერაციების მხარდაჭერისათვის.  BSTDB-ი ოპერაციების დაფინანსების მიზნით გამოუშვებს ბონდებს, რომელსაც საჯაროდ  განათავსებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას",-  განაცხადა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იგორ ლეშუკოვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge