ლიონელ მესიმ კუნძულ იბიცაზე სასტუმრო შეიძინა
- სპორტი
- 29.03.2018
- 14:31
„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანეთში უკვე მეორე სასტუმრო შეიძინა.
30 წლის ფეხბურთელის ახალი შენაძენი იბიცაზე, კუნძულის ერთ-ერთ პოპულარულ სანაპიროზე მდებარეობს.
სასტუმროში განთავსებულია 52 ნომერი, აქვს უზარმაზარი აუზი და ბარი სახურავზე. სასტუმრო თავის სტუმრებს VIP -მომსახურებასაც სთავაზობს. სასტუმროში ღამის გათევა 226-დან 525 ფუნტ სტერლინგამდე ეღირება.
მანამდე მესიმ სასტუმრო სიჯესეში შეიძინა, რომელიც ბარსელონას პროვინციაში მდებარეობს. ფეხბურთელმა ის 26 მლნ ფუნტ სტერლინგად იყიდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200