"ლივერპულმა" "რომა" 5:2 დაამარცხა - რომაელი გულშემატკივრები მორიგი სასწაულის მოლოდინში
- სპორტი
- 25.04.2018
- 10:19
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "რომა" ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მუჰამედ სალაჰმა ორი შესანიშნავი ბურთი გაიტანა და ყოფილ კლუბს დუბლი შეუსრულა.
მეორე ტაიმში რობერტო ფირმინომ ორჯერ და მანემ ერთხელ დალაშქრეს მეტოქის კარი. თუმცა "რომამ" შანსები მაინც დაიბრუნა - ედინ ჯეკომ ჩინებული გოლი გაიტანა, პეროტიმ კი პენალტი ზუსტად შეასრულა და რომალებს საპასუხო თამაშისთვის შანსები მიეცათ. "რომას" გულშემატკივრები მორიგ სასწაულს საპასუხო მატჩზე დაელოდებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200