პუტინი ერდოღანთან შეხვედრაზე უარს ამბობს
- კონფლიქტები
- 30.11.2015
- 16:30
რუსეთის პრეზიდენტი თურქ კოლეგასთან შეხვედრას არ გეგმავს. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, პარიზის კლიმატური სამიტის ფარგლებში, კრემლის ლიდერმა შესაძლოა ორმხრივი შეხვედრა ბარაქ ობამასთან გამართოს.
პუტინთან შეხვედრისთვის მზადყოფნა თურქეთის ლიდერმა ჯერ კიდევ 2 დღის წინ გამოთქვა. ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული სუ-24 ჩამოაგდო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200