სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 14.05.2018
- 10:57
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა სერიოზული დაზიანება მიიღო. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
ასაფრენ ბილიკზე კორეული კომპანია Asiana-ს თვითმფრინვი, რომელიც სეულში უნდა გაფრენილიყო კვიპროსიდან ჩამოფრენილ Turkish Airlines-ის ლაინერს დაეჯახა.
სახანრძო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის გაჩენის შესაძლებლობა უმალვე აღკვეთეს.
თუ რამ გამოიწვია ინციდენტი, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. სპეციალისტები ავიალაინერების ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200