რემბრანდტის აქამდე უცნობი ნახატი იპოვეს
- კულტურა
- 16.05.2018
- 15:54
ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის აქამდე უცნობი ნახატი ნიდერლანდებში აღმოაჩინეს.
„ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი“ 1634 წელს შეიქმნა. გამოცემა NRC Handelsblad-ის ცნობით, ის წელიწადნახევრის წინ ისტორიკოსმა იან სიკსმა 137 ათას ფუნტად შეიძინა.
ფერწერული ტილო სავარაუდოდ რემბრანდტის მოსწავლეს ეკუთვნოდა. თუმცა 15-მა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნახატი თვით რემბრანდტის ნამუშევარია.
ამჟამად ტილო ამსტერდამშია გამოფენილი. სიკსი რამდენიმე ხნის შემდეგ მის აუქციონზე გატანას გეგმავს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200