png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, ახალ ეტაპზე გადადის - იზორია

  • თავდაცვა
  • 18.05.2018
  • 13:56
საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, ახალ ეტაპზე გადადის - იზორია

საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაზიანში, აშშ-საქართველოს ახალი პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, დღეს ისტორიული დღეა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მტკიცდება.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც თავისი მასშტაბებით არის ყველაზე ამბიციური. ეს პროგრამა ითვალისწინებს სამი წლის განმავლობაში, ცხრა ქვეითი ბატალიონის ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი წვრთნებით გაწვრთნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის მიზნებისთვის. ასევე, აღნიშნული ბატალიონების ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვას“, – განაცხადა ლევან იზორიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული საშუალებას იძლევა გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და მაღალი ხარისხის გახდეს.

„ეს მოგვცემს საუკეთესო შესაძლებლობას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა გახდეს მჭიდრო და მაღალი ხარისხის. მიგვაჩნია, რომ იწყება ახალი ეპოქა ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე გაზრდის და გააძლიერებს თითოეული მოქალაქის დაცულობის ხარისხს“, – დასძინა ლევან იზორიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge