მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
- სპორტი
- 01.12.2015
- 12:23
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად 2014-15 წლების სეზონის მიხედვით კატალონიური ”ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი დასახელდა.
გასულ სეზონში არგენტინის ნაკრების მოთამაშემ 38 მატჩში 43 გოლი გაიტანა.
საუკეთესო მცველის ტიტულს მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელი სერხიო რამოსი დაეუფლა.
გასული სეზონის საუკეთესო მეკარე ”ბარსელონას” გოლკიპერი კლაუდიო ბრავო გახდა.
”ბარსელონას” მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა ჩენპიონის ტიტული მოიპოვა, საუკეთესო ტრენერად აღიარეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200