მატარებელს გზა აებნა და მგზავრები სხვა ქალაქში ჩაიყვანა
- ეს საინტერესოა
- 29.05.2018
- 12:00
დიდ ბრიტანეთში სამგზავრო მატარებლის მემანქანეს მანიშნებელი ისარი შეეშალა და ასობით ადამიანი სხვა ქალაქში წაიყვანა. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.
შემადგენლობა ქალაქ ნიუ-კასლიდან ქალაქ რედინგში მიდიოდა, მაგრამ დასავლეთის მიმართულების ნაცვლად, შეცდომით გეზი სამხრეთისკენ აიღო. შეცდომა მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როდესაც მატარებელი უესტ-იორკშირის საგრაფოში ქალაქ პონტეფრაკტში ჩავიდა.
პონტეფრაკტთან ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ მატარებელი უკან გამობრუნდა, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მგზავრევბი საუტ-იორკშირის საგრაფოში ქალაქ შეფილდში ჩამოსხეს, საიდანაც რედინგის მიმართულებით სხვა მატარებელში გადასხდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200