ქეით მიდლტონმა Zara-ს კაბა მოირგო (ფოტო)
- ეს საინტერესოა
- 29.05.2018
- 17:06
კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი Houghton Horse Trials-ის დოღზე ესპანური ბრენდის Zara-ს კაბით მივიდა. ამის შესახებ Footwear News-ი იუწყება. დოღი ნორფოლკის საგრაფოში გაიმართა.
ჰერცოგინიას საზაფხულო კაბას ნავისებური საყელო და ქამარი ჰქონდა. ცისფერ ქსოვილს ამშვენებდა მუქი ლურჯი ყვავილების პრინტი ველვეტის ეფექტით.
Zara-ს ოფიციალურ საიტზე მოდელს რომელსაც ეს კაბა აცვია, საყელო მხრებზე გადმოწეული აქვს, თუმც ქეითმა უფრო მოკრძალებული ვარიანტი - არჩია და მხრები დაიფარა.
ბრენდის ინტერნეტ-მაღაზიაში ცისფერი კაბა 69,9 დოლარი ღირს.

ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200