png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

  • ბიზნესი
  • 31.05.2018
  • 12:47
CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში  2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

Cbonds-მა, რომელიც ფინანსურ მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების ერთერთ წამყვან საინფორმაციო სააგენტოს წარმოადგენს, „გალტ&თაგარტი“ საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მესამედ დაასახელა.

კომპანია „გალტ & თაგარტი“  სააგენტოს მიერ წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად პირველად 2014 წელს იქნა აღიარებული. წელს უკვე მეხუთედ, გალტ&თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დასახელდა: მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის, სრული საინვესტიციო და კორპორატიულ ფინანსური მომსახურების მიწოდება, კონკურენტუნარიანი ტარიფები, ადგილობრივი და გლობალური წილებისა და ევროობლიგაციების გარიგებების სწრაფი შესრულება. ასევე,  ოპერაციების მაღალი ხარისხით განცხორციელება თითქმის ყველა მსხვილ საფონდო ბირჟაზე, მთელი  მსოფლიოს მასშტაბით.

„სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი ტიპის ჯილდოები, რომელსაც „გალტ&თაგარტი“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან იღებს, კომპანიის მიღწევების კიდევ ერთი დადასტურებაა, რაც საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში "გალტ ენდ თაგარტის" წამყვან როლს უსვამს ხაზს. ეს მიღწევა  ჩვენი გუნდის თოთოეული წევრის დამსახურებაა და მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მსგავსი აღიარებები კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ვიყოთ წამყვან პოზიციებზე კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით“,- განაცხადა ”გალტ & თაგარტის” მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ

ინფორმაციისთვის: Cbonds არის ფინანსური ბაზრების მონაცემთა ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ძირითადად ოპერირებს სნგ-ს ბალტიისპირეთის და ამიერკავკასიის ქვეყნებში. Cbonds-ის ჯგუფის საქმიანობა მოიცავს ისეთ  სფეროებს როგორიცაა: საინფორმაციო ვებ პლატფორმების  განვითარება (cbonds.info, investfunds.ru, preqveca.ru), სადაც თავმოყრილია ინფორმაცია წამყვანი ობლიგაციების ემიტენტების ძირითადი მაჩვენებლების და რეიტინგების შესახებ, საინვესტიციო ბანკების და ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ; საერთაშორისო ფინანსური კონფერენციების

ჩატარება, მრგვალი მაგიდები და გამოფენების ორგანიზება; საგამომცემლო საქმიანობა (ჟურნალ Cbonds Review და წლიური საცნობარო წიგნები).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge