png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარადგენს

  • ეკონომიკა
  • 24.09.2015
  • 16:13
 პრეზიდენტი სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს  ხელახლა წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა, დღეს სემეკის წევრობის კანდიდატებზე პრეზიდენტისა და  მთავრობის შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატიდან, მთავრობამ ორ კანდიდატზე უარი განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას პარლამენტში წარსადგენად  8 სექტემბერს შესთავაზა  დავით ასლანიშვილის, გიორგი ფანგანის და მარინა გულედანის კანდიდატურები. მთავრობამ 22  სექტემბერს მხოლოდ გიორგი ფანგანის კანდიდატურა მოიწონა.

„მთავრობამ უარი თქვა აღნიშნულ კანდიდატებზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.  მართალია, მთავრობას კანონი ამ არგუმენტაციის წარდგენას არ ავალდებულებს, მაგრამ ორი ძლიერი, პროფესიონალი კანდიდატის დაწუნების შემთახვევაში, გარკვეული არგუმენტები მაინც უნდა არსებობდეს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს კანდიდატები პრეზიდენტის ინიციატივით გამჭვირვალე პროცესის  შედეგად შეირჩა“,- აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლმა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შერჩეული ორივე პროფესიონალის დავით ასლანიშვილის და მარინა გულედანის კანდიდატურები ხელახლა წარუდგინოს შესათანხმებლად საქართველოს მთავრობას.

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა  უარს იტყვის პრეზიდენტის მიერ ხელახლა წარდგენილ კანდიდატებზე, პრეზიდენტის ადმინისტარცია  საზოგადოებასთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ახლიდან, დაიწყებს სემეკის წევრობის კანდიდატების შერჩევის ღია და გამჭვირვალე პროცესს -  იმ თანმიმდევრობით რა თანმიმდევრობითაც დაიწყო ეს პროცესი რამდენიმე თვის წინ.

„საქართველოს პრეზიდენტი უარს არ იტყვის კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცესზე და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. ჩვენ უარს ვამბობთ ყველა სხვა ტიპის შეთანხმებაზე“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილის განცხადებით, საგულისხმოა, რომ მთავრობამ სემეკ-ის წევრობის პროფესიონალ კანდიდატებზე უარი თქვა იმ დროს, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების შედეგად ცალკეული კომპანიები მუდმივად საუბრობენ ელექტროენერგიასა თუ ბუნებრივ  აირზე  ტარიფების მომატებასთან დაკავშირებით.

„ტარიფები ის საკითხია, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. სემეკი არის ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და განსაზღვროს ტარიფების ბედი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ.

სწორედ ეს უზრუნველყოფს სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მეტ გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge