png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის პარტნიორობით ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია Welcome to Georgia, გაიმართა

  • ბიზნესი
  • 04.06.2018
  • 14:21
საქართველოს ბანკის პარტნიორობით ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია Welcome to Georgia, გაიმართა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით სასტუმრო „ბილტმორში“ ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია წარმოადგენს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში არსებულ მნიშვნელოვან ბიზნეს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, ქართულ ბიზნესსექტორში არსებული სიახლეების გაზიარების   შესაძლებლობა. კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებს.

კონფერენციის სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები. ბაზრის წამყვანმა პროფესიონალებმა გააკეთეს პრეზენტაციები მასპინძლობის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთოების შესახებ. აგრეთვე, ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობაზე ტურიზმის სფეროში. ამასთან, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორებმა აუდიტორიას გააცნეს პროექტში მიმდინარე სიახლეები, კერძოდ, ახალი ჟიურის შემადგენლობა და ახალი ნომინაციები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 400-ზე მეტი სტუმარი ტურიზმის ინდუსტრიის, ბიზნესის, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი.  

სტუმრებს  სიტყვით მიმართა პროექტის თანადამფუძნებელმა/მმართველმა პარტნიორმა მარინა ჩაიკამ, ასევე, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. სპიკერებმა ისაუბრეს ტურიზმისა და მასპინძლობის  სფეროში ჩართული კომპანიების მნიშვნელობაზე.  

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოები“ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge