primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

გენინსპექციაში ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დასრულდა

  • საზოგადოება
  • 12.06.2018
  • 14:08
გენინსპექციაში ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დასრულდა

რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შსს-ს გენინსპექციაში. შეხვედრიდან გამოსულმა სარალიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გუშინ სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გენინსპექცია რეაგირებას მოახდენს.  

„მოლოდინი ყველანაირ გამოძიებასთან, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის მაქვს. აუცილებლად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომ რეაგირება მოახდინონ ამ თემასთან დაკავშირებით და სამართლებრივი ფორმა მისცენ. აბსოლუტურ მზაობას გამოხატავენ ამასთან დაკავშრებით. მე პირადად, ვერაფერი საწინააღმდეგი ვერ დავინახე, პირიქით მონდომებულები არიან თვითონაც და ამ ნაბიჯებს მივესალმები. უნდა დაიბარონ, გამოკითხვები იქნება, დაველოდოთ, რაც იქნება.

აინტერესებდათ, ამ ინციდენტის დროს რა მოხდა. დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია, როგორ ჩავედი ბუფეტში, ზვიადი როდის ჩავიდა და ა.შ. თითქოს, მოსამართლემ გასცა ზვიადის აყვანის ბრძანება, არანაირი ბრძანება არ ყოფილა, უცებ მოუვიდათ ტვინში, თუ ვინმემ მისცა ბრძანება, ზვიადი რატომ დადის თავისუფლადო, არ ვიცი. ვნახოთ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, - აცხადებს სარალძე.

როგორც ის განმარტავს, აქციები ერთი კვირის შემდეგ გაგრძელდება და როგორც კი თავისუფალი დრო ექნება, აქციებს აუცილებლად შეუერთდება.  

სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, გენინსპექციისგან იმის მზაობა, რომ საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს, დაინახა. 

"ჩვენ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. აღვწერეთ ის შემთხვევა, რაც განხორციელდა სასამართლოს სასადილოს დარბაზში და რა თქმა უნდა ჩვენ დავინახეთ მზაობა იმისათვის, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და მივიღოთ სამართლიანი შედეგი.

ჩვენს განცხადებას უნდა მიეცეს სამართლებრივი მსვლელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა ჩატარდეს მოკვლევა. ასევე უნდა გამოიკითხონ ის პოლიციელები, ვინც მონაწილეობდნენ აღნიშნულ ინციდენტში. მათი იდენტიფიცირება პრობლემა არაა, იქიდან გამომდინარე, რომ კადრები გავიდა ყველა ტელევიზიით, მათი ვიზუალური გარეგნობა დადასტურებულია. თავად დაზარალებულ მხარეს შეუძლია მათი ამოცნობა და ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება", - აცხადებს ლონდარიძე. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge