png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას იწყებს

  • ბიზნესი
  • 12.06.2018
  • 12:37
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით  ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სრულიად ახალ სერვისს ნერგავს. ბიზნესის დაწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, საქართველოს ბანკი ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) რეგისტრაციის განაცხადის მიღებას ბანკის სერვისცენტრებში განახორციელებს. 18 ივნისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება რამდენიმე სერვისცენტრში (ინფორმაციის დასაზუსტებლად გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს 2444444) ხოლო 1 ივლისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყველა ფიზიკური პირი, ვისაც სურს დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადის შევსებას შეძლებს საქართველოს ბანკის  სერვისცენტრში (ექსპრეს ბანკის ფილიალების გარდა). 

რეგისტრაციის პროცედურა არის მარტივი, მომხმარებელი  დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, ბანკში ერთი მისვლით შეძლებს, დააფიქსიროს განაცხადი, როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების, ისე საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ. აგრეთვე, შპს-ს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მომხმარებელს  შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ გახსნას საბანკო ანგარიში  და პირველი 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს  SMS ბანკით და ინტერნეტბანკით. დამატებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს უნიკალური ბარათი Cash Card-ი, რომელიც სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა. 

აღსანიშნავია, რომ სტანდარტული რეგისტრაციის საფასურს არ გადაიხდის პირველი 1000 დარეგისტრირებული ინდ. მეწარმე. რეგისტრაციის საფასურს საქართველოს ბანკი დაფარავს. მომხმარებელს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მხოლოდ დაჩქარებული რეგისტრაციის შემთხვევაში მოუწევს, რეგისტრაციის საფასური იდენტურია საჯარო რეესტრში არსებული საფასურისა.

„მოხარული ვართ გაცნობოთ ეს სიახლე, რომელიც ვფიქრობთ, არსებითად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას. საქართველოს ბანკი  ცდილობს მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, რაც ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით დღევანდელი სიახლე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბანკი მუდმივად მუშაობს ბიზნესის ხელშეწყობის სამომავლო ინიციატივებზე, რათა კიდევ უფრო გავუმარტივოთ პროცესები ჩვენს მომხმარებელს. შევქმნათ მათზე მორგებული პირობები,  დავუზოგოთ დრო და ხელი შევუწყოთ ბიზნესის როგორც საწყის, ასევე განვითარების ეტაპზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge