png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი აბესაძე: თბილისის მერიაში გრძელდება საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა გრძელდება

  • სამართალი
  • 24.09.2015
  • 17:13
ირაკლი აბესაძე: თბილისის მერიაში გრძელდება საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა გრძელდება

თბილისის მერიაში გრძელდება საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა გრძელდება, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესწავლის საგანი უნდა გახდეს. კერძოდ, ამ შემთხვევაში, კვლავ საუბარია, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივლისათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

”2015 წლის 20 ივლისს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ამ ღონისძიების უცხოურ არხებზე რეკლამირებისთვის გამოიყო 3 მილიონი ლარი. 13 ივლისს (ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე მხოლოდ 12 დღით ადრე) გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიამ ,,Innovative Media Entertainment" აიღო ვალდებულება 1 552 852 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განეხორციელებინა ამ ღონისძიების სარეკლამო გაშუქება უცხოურ არხებზე. ეს რა თქმა უნდა უკვე დაგვიანებული იყო და შესაბამისად, ამ რეკლამას არანაირი გავლენა თბილისში ტურისტებისა და ვიზიტორების მოზიდვაზე არ მოუხდენია. 2015 წლის 2 სექტემბერს საორგანიზაციო კომიტეტსა და ამ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითა დადასტურდა, რომ ხელშეკრულება შესრულდა სრულად და მისი ღირებულება 1 552 852 აშშ დოლარი გადახდილი იქნა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ უკვე ჩატარებული ფესტივალის უცხოურ არხებზე რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხა გაზარდა 3 118 301 ლარით.

ამტკიცო, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ ვერ გათვალეს რეკლამირების ბიუჯეტი სრული აბსურდია და ამ შემთხვევაში აშკარად სახეზეა მილიონობით ლარის ბიუჯეტიდან მიტაცების მცდელობა. ეს მაშინ როდესაც, დენის ტარიფის გაზრდის, ასევე ზოგადად ქვეყანაში პროდუქციაზე ფასების ზრდის ფონზე მოსახლეობის გაღარიბების პარალელურად, თბილისელების უმრავლესობისთვის უქმდება კომუნალური ვაუჩერი და არ ხორციელდება ეფექტური პროგრამები მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად”, - განაცხადა აბესაძემ. .

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge