ყველაზე წყალგამძლე სმარტფონები დასახელდა
- ეს საინტერესოა
- 18.06.2018
- 14:26
ექსპერტებმა მობილური მოწყობილობების რეიტინგი წარმოადგინეს, რომლებიც მტვრისა და ნესტის ზემოქმედებისგან ყველაზე უკეთ არიან დაცულნი. რეიტინგის სათავეში Samsung Galaxy S9 და iPhone X მოხვდნენ.
სპეციალისტებმა მობილური ტელეფონების თანამედროვე ბაზარი შეისწავლეს. გაირკვა, რომ სამხრეთკორეული წარმოების გაჯეტი დაცვის ყველაზე ეფექტური თვისებით გამოირჩევა.
„Samsung Galaxy S9 შეგიძლიათ წყალში მშვიდად ჩააგდოთ. სმარტფონი ნესტისა და მტვრისგან სრულად დაცულია“, - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
საუკეთესოთა სიაში ასევე მოხვდა Samsung Galaxy A3, A5 და A8. ექსპერტებმა რეიტინგში შეიტანეს LG G7 ThinQ და Huawei P20 Pro.
ამერიკული კორპორაცია Apple-ს სმარტფონი iPhone X ნესტისა და მტვრის მიმართ ასეთივე მდგრადობით გამოირჩევა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200